ვეტო თუ პრეზიდენტის ხელმოწერა

17 თებერვალი 2018, 00:00 1730 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა. მისი განცხადებით,   მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღება  საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს და დამოუკიდებლობას დარტყმას მიაყენებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის კორუფციულ ხარჯვას  მაუწყებლის მხრიდან. “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე ბოლო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მედია ორგანიზაციებთან გუშინ გაიმართა. შეხვედრას პირველი არხის მენეჯმენტი ესწრებოდა.

მედიამენეჯერები და მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებების ნეგატიურ და საფრთხის შემცველ შედეგებს მოიტანს. პროექტის ინიციატორი პირველი არხის მენეჯმენტი კი ამტკიცებს, რომ ცვლილებები დადებითად აისახება არხის განვითარებაზე.   სარეკლამო დროის გაზრდა, სტარტაპების დაფინანსება და შესყიდვების განსხვავებული პირობა – პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაძლევს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს და მიანიჭებს თუ არა ბიუჯეტით დაფინანსებულ მაუწყებელს დამატებით პრივილეგიებს. პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ  ცვლილებათა პაკეტი  გასული წლის ბოლოს  დაამტკიცა. კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი