საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლიტვაში

16 თებერვალი 2018, 00:00 1634 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან ერთად დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ქვეყნების ლიდერებისათვის გამართულ ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის რესპუბლიკის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ევროპელ ლიდერებთან საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მათი მონაწილეობის საკითხი განიხილა.

მოგვიანებით  გიორგი მარგველაშვილი ევროპელ ლიდერებთან ერთად საზეიმო მესას დაესწრო. 

ამავე კატეგორიაში