კურორტ გოდერძისა და ცხრა სოფლის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზითაა შესაძლებელი

16 თებერვალი 2018, 00:00 2531 ნახვა

მეოთხე დღეა ხულოში ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე შეზრუდვებია.  გადაადგილება კურორტ გოდერძისა და ცხრა სოფლის მიმართულებით, მხოლოდ შემოვლითი გზით პაქსაძეები-კორტოხის მიმართულებითაა შესაძლებელი. სოფელ ჯვარიქედთან მეწყერმა გზა წაიღო. გეოლოგების შეფასებით ტერიტორიაზე დროებითი გზის გაყვანა დასაშვებია, თუმცა ტერიტორიის კომპლექსური შესწავლა უნდა მოხდეს.

დროებითი გზა გუშინ მეწყერმა ისევ წაიღო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეგიონალურ წარმომადგენლეობაში  განმარტავენ, რომ ვითარებას დღეს საპროექტო ჯგუფი შეისწავლის და  გადაწყდება თუ კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს გზის აღსაღდგენად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი