შიროკინო - ადგილი რომლის გავლითაც, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს ყირიმთან სახმელეთო კავშირი სურს. დონეცკის ოლქის ერთერთ ყველაზე ცხელ წერტილში უკრაინელებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორები და მებრძოლები იბრძვიან. 27 ივნისს ქართველებმა მემარჯვენე სექტორთან ერთად ჩაატარეს ოპერაცია, რასაც 2 მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია და 8 სეპარატისტის ტყვედ აყვანა მოჰყვა. ოპერაციისთვის მზადება ექსკლუზიურად გიორგი წეროძემ და ბაჩი მურვანიძემ გადაიღეს.