სოფელ გვარაში ჩაის პლანტაციები გაშენდება

15 თებერვალი 2018, 00:00 4166 ნახვა

ქობულეთში სოფელ გვარაში 20 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაცია გაშენდება. პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს, რომელიც გრძელვადიანია და თითქმის სამ წელზე გათვლილი. ამისთვის უწყება წელს 633 ათას  400 ლარს დახარჯავს. სამი წლის შემდეგ კი პლანტაცია შეღავათიანი საიჯარო პირობებით ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გაიცემა.

მეჩაიეობის განვითარება, როგორც სამინისტროში აცხადებენ, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოხდება, კონკრტულად კი ძველი, უკვე არსებული ნარგავები ახლით ჩანაცვლდება, რომლებიც ადგილზე რეგიონში სანერგე მეურნეობაში გამოყავთ. მეჩაიეობის გარდა წელს სამინისტრო ქობულეთში მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს, სადაც ადგილობრივი ფერმერების მოსავალს დაამუშავებენ, მოხდება მისი შეფუთვა და საბაზრო სახის მიცემა.  ასევე იგეგმება ფერმერთა ტექნიკური საშუალებებით, კერძოდ შემასხურებელი აპარატებით უზრუნველყოფა, ერთ და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება.

ფერმერებს ასევე საშუალება ექნებათ ისარგებლონ სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით. ფერმერები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ, დღეს ქობულეთის მერიაში გაიმართულ პროგრამების პრეზენტაციას. სწორედ სოფლის რწმუნებულებს დაევალათ, რომ მოსახლეობამდე ინფორმაცია დაგეგმილი პროგრამების შესახებ დეტალურად მიიტანონ.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი