ზუსტად 1 წელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა თარიღს განსაკუთრებით სიმბოლური უწოდა რადგან დღეს შეთანხმება სრულად შედის ძალაში. “ესაა შედეგი და ჯილდო, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებულმა ამბიციურმა რეფორმებმა მოგვიტანა” - წერს გიორგი კვირიკაშვილი. ორმხრივი ურთიერთობის ახალი ეტაპი, კონკრეტული ვალდებულებები, სარგებელი და პერსპექტივები - საქართველოს ევროპული გზა.