‘’არა მონურ შრომას’’, ‘’ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს’’, ‘’ბიზნეს ელიტა ჩვენი ჯანმრთელობით ვაჭრობს’’, ‘’ყასაბი სახელმწიფო, მესაფლავე ბიზნესი’’, ''დაიცავი 1210-ე'' - ამ ლოზუნგებით სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115" წევრები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.
აქციები ბათუმსა და თბილისში ერთდროულად მიმდინარეობს.
ორგანიზატორები ითხოვენ შრომით კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს, დასაქმებულთა უფლებები კი დაცული იყოს.
აქციის ორგანიზაოტრების განმარტებით, საგანგაშოა სტატისტიკაც. საქართველოში ბოლო 6 წელის განმავლობაში, სამუშაოს შესრულების დროს 1209 ადამიანი დაიღუპა.
შრომითი ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით კი სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკას აქვს.
აქციის მონაწილეები, ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველი კორპუსიდან, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. ორგანიზატორები მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ და ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.