ენმ  მწვანე  კონცხზე  მიწის  ნაკვეთის  გასხვისებას აპროტესტებს

14 თებერვალი 2018, 00:00 2630 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მწვანე კონცხზე ზღვისპირა ზოლში 20 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის  მიწის ნაკვეთის 931 ათას ლარად გასხვისებას აპროტესტებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია კომპანია “ელიტ კონტრაქშენ გრუპზე” პირდაპირი მიყიდვის ფორმით და მინიმალური ვალდებულებებით გასხვისდა.

საქართველოს მთავრობისგან შესყიდული მიწის ფართობი კომპანიამ “ქართუ ბანკში” იპოთეკით დატვირთა. ტერიტორიაზე ახლა ხეების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობასა და პროკურატუურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ განკარგულება საქართველოს მთავრობამ გასცა, ამიტომ სატელევიზიო კომენტარს ვერ გააკეთებენ.  ამასთან განმარტავენ, რომ ტერიოტრიაზე 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი