პარლამენტში  თავდაცვის  მინისტრს  უსმენენ

13 თებერვალი 2018, 00:00 1518 ნახვა

“ნატო ითხოვს, რომ შეიარაღებისთვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ, ეს არის ისტორიული მოვლენა” – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, თავადცვისა და უშიშროების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.  ლევან იზორია საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

მინისტრმა ყურადღება გაამიხვილა უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მრავალეროვან სამხედრო სწავლებას აეჯილ სპირით-ს შესაძლოა საზღვაო კომპონენტი დაემატოს. იზორიას თქმით, ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მაისში ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება. მშენებლობის განსახორციელებლად 18 მილიონი დაიხარჯება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი