წითელას 178  შემთხვევა  აჭარაში

13 თებერვალი 2018, 00:00 2652 ნახვა

ბოლო მონაცემებით აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირების 178  შემთხვევა დაფიქსირდა. ვინაიდან რეგიონში ეპიდდაძაბული ფონია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აუცრელ მოქალაქეებს სასწრაფო იმუნიზაციისკენ მოუწოდებს. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით დაავადება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეს ინარჩუნებს.  მაგალითად რეგიონში გასულ კვირას წითელას ვირუსით ინფიცირების 50 შემთხვევა გამოვლინდა. ვინადიან დაავადებას 100 პროცენტიანი გადამდებლობა ახასიათებს, მედიკოსები 14 წლამდე აუცრელი ბავშვების მშობლებს სასწრაფო იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.

ვაქცინაცია ასევე სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებისთვისაც, რომელთაც დაავადება გადატანილი არ ააქვთ. წითელას ვირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი შემეთხვევა ნულიდან ერთ წლამდე პატარებში ვლინდება, როემლთაც ჯერ ვაქცინაცია ჩატარებული არააქვთ და  ასევე დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა 16 წელს ზემოთ პირებში დაფიქსირდა. მედიკოსები აცხადბენ, რომ ვაქცინაცია დაავადების პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.

​დაავადება იწყება გრიპის მაგვარი სიმპტომებით, მაგალითად როგორიცაა მაღალი ტემპერატურა ხველა, თავის ტკივილი, ხოლო სადიაგნოსტიკო გამონაყარი უკვე თავს იჩენს მეხუთე მეექვსე დღეს, ამიტომ ექიმები ნებისმიერი საეჭვო ჩივილის გამოვლენისა და ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებს ურჩევენ, რომ სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებსა და მოახდინონ ინფიცირებული პირის იზოლირება.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირების 178 შემთხვევა დაფიქსირდა და როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, თუ მონაცემებს გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებელს შევუდარებთ, დაავადებათა შემთხვევები თითქმის 9 ჯერ არის გაზრდილი. აჭარაში დაავადების ყველაზე მაღალი შემთხვევა 2013 წელს დაფიქსირდა, სადაც წითელას ვირუსით ინფიცირებულთა 196 შემთხვევა გამოვლინდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში