საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ავტოავარიის შედეგად დაშავდა

13 თებერვალი 2018, 00:00 2232 ნახვა

ფოტო: ჯენი კვანტალიანი (არქივი)

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 12 თებერვალს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ავტოავარიის შედეგად დაშავდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულის დაზიანებები მსუბუქი იყო. 

სავარაუდოდ, პოლიციელის მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ბათუმი-ხულოს მაგისტრალზე თოდოგაურის მონაკვეთში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პატრულის ავტომანქანას, რომელიც გაჩერებული იყო, მოქალაქე დაეჯახა.  პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში იყო. 

 საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ავტოავარიაში გუშინაც მოყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქის მანქანას გადასწრების დროს დაარტყა. ქობულეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში