ენმ ფინანსთა მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

01 ივლისი 2016, 00:00 4106 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებენ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ეკა თარგამაძე, პეტრე ზამბახიძე და ირაკლი ბარამიძე ირწმუნებიან, რომ რეგიონის პირველი ფინანსისტის მიერ დასახელებული საინვესტიციო მოცულობა მხოლოდ ციფრებია და რეალობას არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით ერთი თვეა დავით ბალაძეს შეხვედრასა და კონკრეტულად იმ პროექტების ჩამონათვალს სთხოვენ, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა, თუმცა დავით ბალაძე შეხვედრას გაურბის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი