რატომ  შეჩერდა  ნაპირსამაგრი  სამუშაოები სარფი-კვარიათის მონაკვეთზე?

12 თებერვალი 2018, 00:00 2659 ნახვა

სარფი-კვარიათის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ნაპირგამაგრება შპს  “სახელწიფო სამშენებლო კომპანიას” 2014 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოები  ქენან კახიძის თქმით შეჩერებულია. ოპოზიცია  ამბობს, რომ  კომპანიას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 45 მილიონ ლარზე მეტი  გადაურიცხა.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი  მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, დაინტერესდეს რატომ არ შეასრულა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება.   მთავრობის თავმჯდომარე ადასტურებს რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები ამ ეტაპზე ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ზურაბ პატარაძე მიზეზებს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ პროცესის გაჭიანურების გარემოებს სპეციალური  ჯგუფი შეისწავლის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი