შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევში. ცენტრი 0-დან 18 წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, რომლებიც 15 ადგილობრივს გადაამზადებს. ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. მიმდინარე სამუშაოებზე 118 ათას 555 ლარია გამოყოფილი. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.