ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 18 ივლისს გაიმართება. დღეიდან კი რექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, განაცხადების მიღება 8 ივლისამდე გაგრძელდება. საარჩევო კომისიის ინფორმაციით კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის. ამ დროისთვის რეგისტრაცია არცერთ კანდიდატს არ გაუვლია.