ხულოში მეწყერი ჩამოწვა - ჩახერგილია ოთხ ოჯახთან მისასვლელი გზა

09 თებერვალი 2018, 00:00 3265 ნახვა

ხულოში, სოფელ საციხურში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ჩახერგილია ოთხ ოჯახთან მისასვლელი გზა.   ჩამოსულმა მიწის მასამ საფრთხე შეუქმნა ცეცხლაძეების საცხოვრებელს. ადგილობრივები სოფლის გეოლოგიურ შესწავლას და უსაფრთხო ადგილას განსახლებას მოითხოვენ. პრობლემას იცნობენ ხულოს მერიაში.

გოჩა მელაძის განცხადებით დამეწყრილ სოფელს გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან. სწორედ გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი აღნიშნული ოჯახებს დროებით ქირით გაიყვანენ თუ სოფლიდან გაასახლებენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი