პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ

01 ივლისი 2016, 00:00 4511 ნახვა

საპროტესტო აქცია გამართეს გორგილაძის ქუჩაზე 114-სა და 118-ნომერში მდებარე კორპუსებში მცხოვრებლებმა. ისინი კორპუსების წინ ზღვის მხარეს მაღალსართულიანი სახლების მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, თავის დროზე საკმაოდ ძვირი გადაიხადეს იმისთვის, რომ ბინები ზღვის ხედით შეეძინათ, ახლა კი მათი ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც ტერიტორია უკვე შეღობა და ბანერისთვის ადგილი მოამზადა, 50 სართულიან კორპუსს აშენებს. მოსახლეობა სახლის მიმდებარედ რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი