საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა

07 თებერვალი 2018, 00:00 1998 ნახვა

რეზერვის სისტემის რეფორმა იწყება. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პროექტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ წარადგინა, მას პირველი მოსმენით დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

საქმე ეხება რეზერვის ორ ნაწილად დაყოფას, ესენია აქტიური და სამობილიზაციო. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი კომპონენტია გათვალისწინებული 60 წელს გადაცილებულთათვის, მათ სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ სამობილიზაციო რეზერვში დარჩენა ან ჩარიცხვა.

რეფორმის ფარგლებში 11 კანონში შედის ცვლილება, რომლის ძირითადი ნაწილი დამტკიცების შემდეგ, წელსვე ამოქმედდება. კითხვები აქვს ოპოზიციას, საპარლამენტო უმცირესობა კონკრეტულ პასუხებს ითხოვს, მათ შორის დაგეგმილი ცვლილებების ეკონომიკურ დასაბუთებას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი