დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სასათბიროდ გავიდა. დღეს სააპელაციო სასამართლოში წლის ერთ-ერთ გახმაურებული საქმის დასკვნითი სხდომა გაიმართა.
სააპელაციო სასამართლოში სარჩელი სასულიერო პირის ადვოკატებმა 4 თვის წინ შეიტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.