ხულოს საკრებულოში რეორგანიზაცია დაიწყო. საკრებულოს თანამშრომლებს მოახლოებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი დაურიგდათ. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით შტატების შემცირება არ იგეგმება, მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები გატარდება.
ამ დროისთვის ხულოს საკრებულოში სახელშეკრულებო პოზიციაზე 2 ვაკანტური პოზიციაა. კონკურსია გამოცხადებული მძღოლის და მდივნის პოზიციებზე.