სასამართლოს გადაწყვეტილება

01 ივლისი 2016, 00:00 2900 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გელა შაბურიშვილის მოთხოვნა შეძენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგიტრაციასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლევან თავართქილაძის განმარტებით, უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრეც მოქალაქე მზევინარ ზოიძე იყო, გარიგების საფუძველზე სახელმწიფოს გადაეცა და გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. მოქალაქე გელა შაბურიშვილის წარმომადგენლის განმარტებით, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე მზევინარ ზოიძისგან 2010 წელს შეიძინა და მასთან ნასყიდობის ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა რეესტრში რეგისტრაციამდე მფლობელი აიძულეს სახელმწიფოსთვის ქონება საჩუქრად გადაეცა.    

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში