''ხულო ბარაკების გარეშე''

06 თებერვალი 2018, 00:00 2328 ნახვა

“ხულო ბარაკების გარეშე“ - პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ათამდე ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ხულოს მერის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით ძირითადად აღამაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი სასამართლოს შენობაში მცხოვრები ოჯახები ისარგებლებენ.

ამ ეტაპზე მათი შესწავლა მიმდინარეობს. ისინი აღნიშნულ მისამართზე 20 წელზე მეტია ცხოვრობენ. ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლების მდგომარეობას სწავლობს შესაბამისი კომისიაც. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში