ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე ბათუმის მერიის სოციალურ სამსახურში შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ დღეს ბათუმის მერია, უფასო სასადილოებში ერთ ბენეფიციარზე 1.90 თეთრს ხარჯავს, მაშინ როცა თბილისის მერიას ამ მომსახურებაზე 1.16 თეთრი აქვს გამოყოფილი, თუმცა ორივე ქალაქის უფასო სასადილოების მენიუ იდენტურია.
"მენიუები ერთნაირია, ფასები განსხვავებული, თბილისში კვება ჯდება 1.16 თეთრი, ბათუმში 1.90. სად მიდის 85 თეთრი?" - კითხვას სვამს დეპუტატი, რომელზეც სავარაუდო პასუხი თავად აქვს და მერიის თანამშრომლებს კორუფციაში ადანაშაულებს.
აიპი ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შალვა დანელია ამბობს, რომ მხოლოდ კვების ღირებულება, თბილისის მსგავსად ბათუმშიც 1.16 თეთრია, აზუსტებს, რომ 2 ლარამდე ბენეფიციარის სრულ მოვლაში იხარჯება, უფრო კონკრეტულად კი სასადილოების ინფრასტრუქტურასა და გადასახადებში.
ფოტო
www.allnews.ge//images