ნაციონალური მოძრაობა:

05 თებერვალი 2018, 00:00 3980 ნახვა

"პოლიციის მანქანები დაზიანებულია, ეს პოლიციის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მეტყველებს" - ასე ფიქრობენ პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", რომლებმაც რამდენიმე პოლიციის მანქანის ფოტო წარმოადგინეს თვალსაჩინოებისთვის.

პარტიის ბათუმის ოფისის წევრი გია ხალვაში ამტკიცებს, რომ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანების დაზიანებულ საბურავებს თანამშრომლები შეგროვებული თანხებით არემონტებენ. მისივე თქმით მწყობრიდან არის გამოსული სამხრე კამერები.

"საქართველოში პოლიციის იმიჯი შელახულია, ამის დასტურად პოლიციის მფარველობაში არსებული სპეციალური ავტომობილებია. პოლიციელებისთვის ეს ფაქტი დიდი ხანია ცნობილია. დღეს ქუჩაში გადაადგილების დროს, თვალნათლად ჩანს, მწყობრიდან გამოსული ე.წ ,,პიკაპის“ შკოდის მარკის ავტომობილები, რომ აღარაფერი ვთქვათ ტექნიკურ გაუმართაობაზე. სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიციის ინფრასტრუქტურა დაამსგავსა 90-იანი წლების ,,მილიციის“ ინფრასტრუქტურას. დემორალიზებული პოლიციელი ვერ შეძლებს უსაფრთხოების დაცვას." - განაცხადა გია ხალვაშმა.  

ხალვაში აცხადებს, რომ ინფორმაცია საბურავების შეკეთების ფაქტებისა და  დაზიანებულ ინფრასტრუქტურის თაობაზე მეგობრებისგან მიიღო, მისი თქმით ის უწყების ყოფილი თანამშრომელია. 

პარტია შინაგან საქმეთა სამი​ნისტროს მიმართავს,  გააუმჯობესოს  პოლიციის ინსტიტუტში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო პირობები, ასევე მოუწოდებს აუდიტის სამსახურს დაინტერესდეს ავტომობილების სერვისების შესყიდვების საკითხით. 

 "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი"  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში