კურორტ გოდერძზე ტურისტული სეზონი გრძელდება. სტუმრებს ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმრო ემსახურება. მოწყობილია გონდოლის და ბაბლის ტიპის საბაგირო, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია.
ღია ცის ქვეშ განთავსებულია კაფე-რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები. კურორტის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, რომ ზამთრის კურორტს უცხოელი ტურისტები ხშირად სტუმრობენ. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით წელს გოდერძს ოთხჯერ მეტი ვიზიტორი ეწვია.