საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის მიმართულებით. ასევე საუბარი შეეხო, ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგს. ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხი.