მორიგი პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ‘’წერილი ჯერალდინას’’ ასე ჰქვია ახალ სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელს დასი დღეს პირველად შესთავაზებს. წარმოდგენა 19 საათზე დაიწყება. პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე მსახიობებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ჩარლ ჩაპლინის ”წერილი ჯერალდინას’’ პირველი თეატრალური ვერსიაა, რომელიც რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა დადგა. სპექტაკლი ლეგენდარული მსახიობის მუსიკითაა გაფორმებული.