მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. ზურაბ პატარაძის თქმით, ბათუმი - ხიჭაურის მონაკვეთზე გაზიფიკაციის სამუშაოები ზაფხულისთვის დასრულდება.
სამუშაო პროცესი ცხმორისის პარალელურად ახალშენის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.