ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კლასიკური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „ახალი გზები“ გაიმართა. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრის კაპელამ წარმოადგინეს სხვადასხვა კომპოზიცია.
გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის, დავით ჭკუასელის ნაწარმოებების პრემიერა. ასევე შესრულდა კომპოზიტორ არჩილ გიორგობიანის მუსიკალური ნაწარმოები „მგოსანი“.