მასპინძლობისთვის  გაწეული  ხარჯები - სადილი   230  პერსონაზე

31 იანვარი 2018, 00:00 2059 ნახვა

153 ათასი ლარი წარმომადგენლობითი ხარჯისთვის – გასულ წელს აჭარის მთავრობის აპარატმა სწორედ ეს თანხა დახარჯა ოფიციალურ მიღებებში, სადილებში, საჩუქრებსა და სხვა ტიპის ღონისძიებების დაფინანსებაში. ყველაზე დიდი თანხა მიღებისა და ოფიციალური სადილისთვის, 2017 წლის ოქტომბერში დაიხარჯა, საქმე ეხება “თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის” დროს 215 პერსონისთვის გამართულ სადილს – 20 441 ლარი დაჯდა ეს სადილი. უფრო მეტი იყო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოს მე-17 კონგრესის ფარგლებში ბათუმში ვიზიტად მყოფი სტუმრების რაოდენობა, თუმცა 230 პერსონაზე გათვლილი სადილისთვის  16 108 ლარი დაიხარჯა.

გასულ წლებთან შედარებით მსგავსი ღონისძიებებისთვის დახარჯული თანხის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ასევე ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ჩანს რომ მიღებებსა და სარესტორნო მომსახურებაზე ყველაზე დიდი თანხა გასულ წელს დაიხარჯა. სულ 180 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მთავრობას ეს თანხა სრულად არ აუთვისებია. ამდენივეა დამტკიცებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში