დიდთოვლობის გამო ხულოში საბაგიროთი მოძრაობა აიკრძალა /ფოტოამბავი/

31 იანვარი 2018, 00:00 2084 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში დილიდან გადაუღებლად თოვს.

 უამინდობის გამო ხულოს ბაგირით მოძრაობა აიკრძალა.აიპი ხულოს ბაგირგზის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტს ქარის, ძლიერი წვიმის და თოვის დროს სპეციალურად აჩერებენ, ვინაიდან ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხე არსებობს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ თაგოში 60-მდე კომლი ამ ეტაპზე გარესამყაროსაა მოწყეტილი.

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს, ხოლო დაბაში 30 სანტიმეტრს მიაღწია.

 ბათუმი - ხულოს ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება შეზღუდული არ არის.

მაღალმთიანი აჭარა დღეს

ფოტო: სოფო შავაძე

ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა თოვს

ხულო დღეს  /  ფოტო:სოფო შავაძე

 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი