მთვარის დაბნელების სამი ფაზა ერთდროულად - დღეს დედამიწის მოსახლეობა იშვიათ მოვლენას იხილავს

31 იანვარი 2018, 00:00 3420 ნახვა

დღეს, 31 იანვარს,  დედამიწის მოსახლეობა მთვარის დაბნელების იშვიათ შემთხვევას იხილავს. როგორც ასტრონომები ამბობენ, დღეს  სამი ასტრონომიური მოვლენა ერთდროულად მოხდება. 152 წლის განმავლობაში, პირველად, შეუიარაღებელი თვალით, შეიძლება "სისხლიანი მთვარის", "სუპერმთვარისა" და "ცისფერი მთვარის" დაბნელების ერთდროულად ნახვა.

მთვარის დაბნელება უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა სამივე ასტრონომიური მოვლენა ერთდროულად იშვიათად ხდება. ბოლოს 1866 წლის 31 მარტს დაფიქსირდა, მისი სამივე ფაზის დანახვა ჩრდილოეთ ამერიკაში იყო შესაძლებელი. დღევანდელი ტრიოს დანახვასაც ყველგან ვერ შეძლებენ.

იშვიათი ბუნებრივი მოვლენის ყველა ფაზა ხილვა შეუძლიათ  იაპონიაში, ჩრდილოეთ კორეის დიდი ნაწილში, ციმბირისა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ავსტრალიაში,   აშშ-სა და მხოლოდ ალიასკისა და კალიფორნიის მკვიდრებს შეეძლებათ. 

აღმოსავლეთ ევროპასა და ამერიკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე მთვარის დაბნელების მხოლოდ რამდენიმე ფაზის დანახვა შეიძლება. ასტრონომები მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს თავის ტკივილისა და არტერიული წნევის წამლების მომარაგებას ურჩევენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი