შეხვედრა მედიკოსებთან

31 იანვარი 2018, 00:00 2507 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის პროგრამები შუახევში ექიმებს, მედდებს და თემის რწმუნებულებს გააცნეს. მედიკოსებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.

სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 12 ათას 159 ლარით გაიზარდა და 15 მილიონ 765 ათას 819 ლარი შეადგინა. წელს სამინისტრო 31 პროგრამას ახორციელებს, აქედან 7 ახალია. მიმდინარე წელს უწყება პირველად მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობას თანადაფინანსებით უზრუნველყოფს, რომელიც სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე 18 წლამდე და მის ზევით ასაკის პირებს შეეხება.  

წელს რეგიონის მოსახლეობას გულის ქირურგია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაუფინანსდება. კიდევ ერთი ახალი პროგრამა აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციაა, რომელიც 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას ითვალისწინებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში