თურქეთში პოლიციის რეიდების შედეგად პირველი ეჭმიტანილები დააკავეს, გამოძიებისთვის უკვე ცნობილია თვითმკვლელი ტერორისტების ვინაობა, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება. თურქული მედია მხოლოდ ტერორისტების წარმომავლობის შესახებ წერს. თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ტერაქტების მსხვერპლთა შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, დაშავებულია 239 ადამიანი.