შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ 2017 წელს სულ 37 ათას 944 დანაშაულია რეგისტრირებულია, რომელთა 53.2% გახსნილია.
ქვეყანაში 2017 წელს დაფიქსირებული დანაშაულის 64.5% ჯანმრთელობის, ასევე საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს წარმოადგენს.
გარკვეული ტიპის დანაშაულის მატებასთან ერთად ფიქსირდება კლების ტენდენციაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ‘’კლების ტენდენციაა ფიქსირდება ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მუხლზე, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე (273-ე, 273-პრიმა მუხლები)’’.
უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კუთხით, კლებაა სისხლის სამართლის კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული ყველა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, გარდა 238-პრიმა მუხლისა (რომელიც ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს).