სასამართლო დავა განათლების სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას შორის

30 იანვარი 2018, 00:00 2337 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო კვირიკეს პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საქმეს განიხილავს.  შპს “ვიგორა“ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეკრულების შეწყვეტისა და შესრულებული სამუშაოებისთვის 88 ათას 724 ლარს ითხოვს.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას დამატებით 20 დღე სჭირდებოდა, რადგან სკოლაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გარდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოუხდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შესაგებელი სარჩელი მოამზადა და კომპანია სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაში დაადანაშაულა. სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, მოსარჩელე მხარემ, მოცემულ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მისგან 11 ათას 227 ლარს ითხოვს. მხარეების პოზიციები მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოისმინა და შემდეგი სასამართლო განხილვა 15 თებერვალს ჩაინიშნა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის კომპანიამ „ვიგორამ“ ტენდერი 2016 წლის აპრილში მოიგო და მას სამუშაოების ჩაბარება 12 სექტემბერს ევალებოდა. 2017 წელს სამინისტროს სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერის ხელახალი გამოცხადება მოუხდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი