უშუქობის გამო 3 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

30 იანვარი 2018, 00:00 2421 ნახვა

დილიდან თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 20 სმ-ს, ხოლო დაბაში 10 სმ-ს მიაღწია. უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც შუქი 2 სოფლის 150-მდე აბონენტს არ მიეწოდება.

უშუქობის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა 3 საბავშვო ბაღში. ენერგოპრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდება.

უამინდობამ პრობლემები შექმნა გადაადგილების კუთხითაც. რამდენიმე სოფელში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ რომ, გზებზე გაწმენდით სამუშაოებს 10 ერთეული ტექნიკა ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით ნალექს მოძრაობის მხრივ პრობლემები არ შეუქმნია ქედაში. გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის არ მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი