ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლამ ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური ცეკვის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალში - "ბროლის ცერი" - წარმატებას მიაღწია. ბალეტის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის და კლასიკური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ლაურეატის დიპლომებით და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალში მონაწილეობა აჭარის განათლების სამინისტრომ 5 ათას 723 ლარით დააფინანსა. საბალეტო სკოლა ახლა გამოსაშვები ღონისძიებისთვის ემზადება.