''აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ორგანოების მოწყობის წესი იცვლება '' - დავით გაბაიძე
27 იანვარი 2018,
00:00
1799 ნახვა
აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება ბათუმში. დეპუტატები ჟურნალისტებს და არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი კანონის პროექტი 19 აპრილამდე სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს.