მაჭახლის  ხეობის  მოსახლეობის  ნაწილი  შეღავათებით  ვერ  სარგებლობს

26 იანვარი 2018, 00:00 2983 ნახვა

სტატუსის მიუხედავად შეღავათების გარეშე დარჩენილი მაჭახლელები - უკვე 7 თვეა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს ხეობის 9 სოფელს, თუმცა მათი ნაწილი ელექტროენერგიისთვის გათვალისწინებული შეღავათით ვერ სარგებლობს. მთის კანონის თანახმად, სტატუსის მქონე სოფლების აბონენტების მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ნახევარს სახელმწიფო იხდის.

შეღავათებს შორისაა ასევე, დანამატი პედაგოგებისა და პენსიონერებისთვის. დანამატი გათვალისწინებულია სოფლის ექთნებისთვისაც, რომელსაც ასევე ვერ იღებს მაჭახლის ხეობაში დასაქმებული მედიკოსების ნაწილი. კანონი ადგილობრივ მთავრობას ავალდებულებს, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს, რათა მათ დროულად უზრუნველყონ შეღავათების დამტკიცება. რატომ შეიქმნა ამ მხრივ პრობლემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში? 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი