შუახევში საკრებულოს რიგით დეპუტატთა ანაზღაურება გაიზარდა. აქამდე ერთი დეპუტატის ხარჯვის ზღვრული ნორმა 395 ლარი იყო, რაც 525 ლარამდე გაიზარდა.
საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. დღესვე დაამტკიცეს მუნიციპალიტეის სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს. მან საკითხებს მოუმზადებელი უწოდა. რასაც მმართველ პარტიაში არ დაეთანხმნენ.