ინციდენტი დაბა ხულოს საჯარო სკოლაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ცნობილია, რომ სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ თანაკლასელი დააზიანა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ახალგაზრდა მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს.
კომენტარს არ აკეთებენ მშობლები, ასევე ტელეკამერების წინ საუბარი არ სურთ სკოლაში. რესურსცენტრში აქცენტს მანდატურების არსებობის აუცილებლობაზე აკეთებენ. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ სკოლებში მოზარდთა შორის ძალადობის შემთხვევები გახშირებულია, მისი კონტროლი კი აუცილებელი.