დონალდ ტრამპმა მოუწოდა დღეს ანკარას ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეზღუდვისა და თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ.
შტატების პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ვაშინგტონს მოუწოდა შეწყვიტოს ქურთული დაჯგუფებების შეიარაღება. თურქეთი მეექვსე დღეა სირიის აფრინის რეგიონს ოპერაციის “ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში ჰაერიდან და ხმელეთიდან უტევს.