ხულოში წარმატებული მწვრთნელები და სპორტსმენები დააჯილდოვეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ის მოჭიდავეები და მწვრთნელები დააჯილდოვეს, რომლებმაც გასულ წელს საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი საჩუქრები სულ 6 სპორტსმენსა და 2 მწვრთნელს გადაეცა. ღონისძიება ხულოს მერიის ორგანიზებით გაიმართა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 ათას 320 ლარი დაიხარჯა.