ქობულეთის სანდასუფთავებამ 26 200 ცოცხი იყიდა

23 იანვარი 2018, 00:00 11214 ნახვა

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურმა 66 ათას ლარად 26 200 ცალი, სამი სახეობის ცოცხი იყიდა. საუბარია, მინდვრის, ბამბუკის და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ცოცხებზე. ქობულეთის მერიის სანდასუფთავების სამსახურს სულ 118 მეეზოვე ჰყავს. ამას ტურისტულ სეზონზე დაახლოებით 45 ემატება.

მეეზოვეები ამბობენ, რომ კვირაში საშუალოდ ცოცხს 2-ჯერ ცვლიან. მოკლედ სოფო მაკარაძე ცდილობდა დაეჯამებინა, რამდენი გაიხარჯება თვეში, მითუმეტეს მაშინ როდესაც, შეძენილი ცოცხების რაოდენობის მიუხედავად, სამსახურში ამბობენ რომ ეს მთელი წლის მარაგი არაა და დაახლოებით შემოდგომაზე კიდევ ერთხელ იყიდიან. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში