დაღუპული მუშების ოჯახები კომპენსაციას ითხოვენ

23 იანვარი 2018, 00:00 2600 ნახვა

დაღუპული მუშების ოჯახის წევრებს სამართლებრივ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს. საქმე ეხება სიცოცხლის დაზღვევით გათვალისწინებულ თანხას, რომლის გადახდასაც სადაზღვევო კომპანია არ აპირებს.

უნისონის”  წარმომადგენელი აცხადებს, რომ მშენებელმა კომპანიამ მათ თანამშრომლების დაზღვევის თანხა დაგვიანებით ჩაურიცხა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა. “მეტრო ბეტონი” კი აქცენტს “უნისონთან” დღემდე მიმდინარე თანამშრომლობაზე აკეთებს და აღნიშნავენ, რომ მათ არაფერი დაურღვევიათ. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, ორი დასაქმებული გასული წლის სექტემბერში დაიღუპა.

საქართველოში, საწარმოო ინცინდენტების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა საგანგაშო სტატისტიკაზე საერთაშორისო ორგანიზაციის Human right watch-ის ანგარიშშიცაა საუბარი. ჯამში ქვეყანაში ბოლო 5 წელიწადში გარდაცვლილთა რაოდენობა 270-ს აღწევს. წლებია სახალხო დამცველი და მესამე სექტორი კანონმდებლობის გამკაცრებას და ეფექტიან ინსპექტირებას ითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი