ბათუმის მერის პასუხი ''ბათომს''

23 იანვარი 2018, 00:00 4020 ნახვა

ბათუმის მერის პასუხი საზოგადოება “ბათომს” და ფეისბუქში გამოქვეყნებული წერილის ორი ნაწილი – დასაწყისი სადაც მერი წერილის ავტორებს აკრიტიკებს და დასასრული სადაც გრანტზე საუბრობს.

ლაშა კომახიძემ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველების მიმართვის შემდეგ მომავალი კვირისთვის შეხვედრა დააანონსა. ქალაქის მერი აცხადებს, რომ ძველი ბათუმის იერსახის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ დონორ ორგანიზაციასთან საუბრობს, რათა რამდენიმე მილიონი ლარი ამ მიმართულებით დაიხარჯოს. კომახიძე არ აკონკრეტებს რომელ გრანტს გულისხმობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის მოქმედ მერს საზოგადოება “ბათომი” ღია წერილით მეორედ მიმართავს, მანამდე კი მსგავსი წერილებით წინა მერს მიმართავდა, ასევე ღია წერილი გაგზავნილია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთანაც.

გუშინდელ მიმართვაში და არამარტო გუშინდელში, ზოგადად წლებია “ბათომის” წევრები ძველი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებას ითხოვენ. პასუხობს თუ არა მიმართვას მერის პასუხი? 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი