სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტთან კავშირში მყოფი პირველი ეჭვმიტანილები დაკავებული არიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია, დაშავებულია 239 ადამიანი.