ქობულეთის სანაპიროს ნაწილის მოწესრიგება ბიუჯეტში ვერ მოხვდა

22 იანვარი 2018, 00:00 2561 ნახვა

ქობულეთის სანაპირო წელს ფიჭვნარში მოწესრიგებული იქნება, თამარ მეფის სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთსა და მეგობრობის ქუჩის გასწვრივ კი კვლავ მოუწესრიგებელი. ფიჭვნარის ტერიტორიაზე 2 კილომეტრიანი ნაპირის სრულ ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო.


რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ პროექტები დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, შესაბამისად, წლევანდელ ბიუჯეტში ვერ გაითვალისწინეს. სანაგვე ურნების, ბილიკების, გარე-განათებების გარეშე მიიღებენ წელსაც დამსვენებლებს მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად ტურისტები ამის გამო პრეტენზიებს გამოთქვამენ. გასულ წელს მოწესრიგდა თამარ მეფის სანაპიროს გასწვრივ მიწისქვეშა კომუნიკაციები, ზედაპირის სრული რეკონსტრუქცია კი არც ამ შემთხვევაშია გაუთვალისწინებია 2018 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში