''ლეოგრანდის'' თანამშრომლები უფასო შვებულებაში გაუშვეს

22 იანვარი 2018, 00:00 9134 ნახვა

სასტუმრო ,,ლეოგრანდის” თანამშრომლები უფასო შვებულებაში არიან. როგორც ,,მთავართან” საუბარში სასტუმროს მეპატრონის ადვოკატმა  განაცხადა, თანამშრომლებს ტრაგედიის შემდეგ ორი თვის განმავლობაში ხელფასი ერიცხებოდათ, თუმცა ამ ეტაპზე ობიექტი არ ფუნქციონირებს, რის გამოც მფლობელი ანაზღაურების გაცემას ვერ ახერხებს.

კახა წერეთლის ინფორმაციით, სასტუმროს აღდგენის შემდეგ ყველა თანამშრომელი თავის პოზიციას  დაუბრუნდება. სასტუმროს თანამშრომლებმა დღეს სატელევიზო კომენტარზე უარი განაცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მათ მხოლოდ ნახევარი თვის ანაზღაურება მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილია შეხვედრა სასტუმროს მფლობელთან და გენერალურ დირექტორთან. შეგახსენებთ ორი თვის წინ სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 10 საქართველოს ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში